saqarTvelos mdinareebi - dumala

ტერიტორიული ერთეულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სათავე ლიხის ქედი
სიგრძე 38 კმ
აუზის ფართობი 124 კმ²

 

მდინარე იმერეთის მაღლობზე, ძირულის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 124 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,70 მ3/ წმ.